ზვიად კირტავა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ, მოსამართლე ნათია გუჯაბიძის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ასე ეხმაურება:
„მაინტერესებს, გიორგი გაბუნიას სექსისტურ გამოხდომას თუ შეიმჩნევს ან თამარა ჩერგოლეიშვილი, ან ბაია პატარაია, ან ყველა ისინი, ვინც სექსისზმის ნებისმიერ გამოვლინებას ებრძვიან.
არა მგონია, მხოლოდ პარლამენტარების თუ მთავრობის წევრების მხრიდან გამომჟღავნებული სექსიზმი იყოს დასაგმობი!
მედიას და განსაკუთრებით ისეთ მედიას, თავი რომ "დემოკრატიის რუპორად" და "დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ლიდერად" მიაჩნია, და მის ყველაზე ცნობად სახეს არ უნდა მოეთხოვებოდეს სექსისტურ გამონათქვამზე და სახალხოდ ასეთ იაფფასიან შაყირზე უარის თქმა?
აღარაფერს ვამბობ მოსამართლის ღირსების შელახვაზე."- წერს კირტავა.
„ცუდია რომ ნიკა გვარამია არ აყვა ნათია გუჯაბიძის თამაშს, თორემ ახლა ხომ მოუწევდა ქალბატონ ნათიას მანტიის გახდა? არა მგონია მანტიის ქვეში რაიმე დიდად საინტერესო დაგხვედროდა... მაგრამ მაინც..."- განაცხადა გაბუნიამ მოსამართლე ნათია გუჯაბიძეზე.