logo_geo
eng_logo
ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 56-მდე გაიზარდა
- +

26 იანვარი. 2020. 11:35

 

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვალების 56 ფაქტი დადასტურდა, დაავადებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 2, 000 ადამიანს მიაღწია, აქედან 1,975 შემთხვევა ჩინეთში დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ეპიდემიის გამო იზოლაციაში რჩება ქალაქი უხანი, სადაც სასწრაფო დახმარების მანქანების გარდა ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობაა აკრძალული.

 

გუშინ, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინიმ განაცხადა, რომ ჩინეთი მძიმე მდგომარეობის წინაშეა, ვინაიდან ვირუსის გავრცელების ტემპი იზრდება.

 

აღსანიშნავია, რომ აშშ, საფრანგეთი და იორდანია ჩინეთის ქალაქ უხანიდან ჩარტერული ავიარეისების საშუალებით საკუთარი მოსახლეობის ევაკუაციას გეგმავენ. გავრცელებული ინფორმაციით, საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია სურთ რუსეთს, სამხრეთ კორეასა და გაერთიანებულ სამეფოსაც.

 

დაუდგენელი კორონავირუსი ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის ქალაქ უხანში, დეკემბერში გამოვლინდა. მიიჩნევენ, რომ მისი წყარო ქალაქში არსებული ცხოველების ბაზარია. ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. მისი სიმპტომებია ცხელება, სუნთქვის გაძნელება და ხველა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner