პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ნუ დავაცინინებთ თავს ლორა თორნტონს! ნუ დავიმცირებთ თავს ნურავის წინაშე, ვინც ტყუილს გვახვევს. არა აქვს მნიშვნელობა, ეს მოძალადე და მატყუარა რომელი ქვეყნის მოქალაქეა. ნუ გავჩუმდებით, როცა ვიცით, რომ თორნტონი, კრამერი, ბრაიზა, უოკერი და სხვა ანტიტრამპისტები ღიად გვახვევენ თავს მწამებლების პარტიებს. სწორედ ახლა უნდა ვუთხრათ ამერიკის ხელისუფლებას: დროა, შეაჩერონ თორნტონების და კრამერ-ბრაიზების მოქმედება საქართველოში!
უნდა გვესმოდეს, რომ ამერიკის სახელით მოქმედი ეს პირები და ორგანიზაციები თავად ამერიკის პრეზიდენტს ეწინააღმდეგებიან, ებრძვიან და მტრობენ. აქ კი, ჩვენთან, საქართველოში მათი „საქმიანობა“ დიდი ხანია ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების პრობლემად იქცა.
დღეს, 26 იანვარს, 4 საათზე ვხვდებით ამერიკის საელჩოსთან!
ვეუბნებით ამერიკის ხელისუფლებას: გაიტანეთ NDI- IRI და სააკაშვილ-ბოკერიას მხარდამჭერი ანტიტრამპისტების ჯგუფი საქართველოდან!
ჩვენ არა ვართ თორნტონის კოლონია, არც კრამერის ან ბრაიზას საცდელი პოლიგონი! ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, არავის აქვს უფლება, - ხელოვნურად შეცვალოს ჩვენი აზრი, ჩვენი განწყობა, ჩვენი სინამდვილე“, - წერს ინაშვილი.