logo_geo
eng_logo
ცაგერში, სოფელ ჩხუტელასთან საძიებო-სამაშველო სამუშაოები დასრულებულია - მაშველებმა სამი მოქალაქის ცხედარი იპოვეს
- +

26 იანვარი. 2020. 13:45

 

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ცაგერში, სოფელ ჩხუტელასთან წყალსაცავის მიმდებარედ გადავარდნილ ავტომობილში მყოფი სამი მოქალაქის ცხედარი იპოვეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში მომხდარის შესახებ შეტყობინება 23 იანვარს შემოვიდა. ინფორმაციის თანახმად, ავტომობილი, რომელშიც იმყოფებოდა სამი მოქალაქე, არხში ჩავარდა და დინებამ წყალგამტარ გვირაბში შეიტანა.

 

ადგილზე სამი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა სამაშველო ღონისძიებები. მაშველებმა პირველსავე დღეს იპოვეს ერთი გარდაცლილი მამაკაცის ცხედარი. მეორე დღეს მოხერხდა კიდევ ერთი გარდაცვლილი მოქალაქის პოვნა. საძიებო სამუშაოები კი, საბოლოოდ დღეს დასრულდა, როცა მაშველებმა ავტომობილში მყოფ მესამე მამაკაცის ცხედარს მიაკვლიეს.

 

წყალსაცავის მიმდებარედ მუშაობდნენ რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მაშველთა ჯგუფები. თბილისიდან შემთხვევის ადგილზე გაემგზავრა განსაკუთრებულ შემთხვევებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი შესაბამისი სპეც ტექნიკით. ოპერაციაში ჩართულები იყვნენ მყვინთავთა ჯგუფები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სპეციალური ტექნიკის გამოყენებით აწარმოებდა ტბის ფსკერის წყალქვეშა მონიტორინგის სამუშაოებს.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner