logo_geo
eng_logo
ვასილ მაღლაფერიძე: ჰესი ბოტანიკურში - ნაცმოძრაობის „შენ დაუკა“ ტყუილი!
- +

12 ივნისი. 2016. 00:31

პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებას იმის შესახებ, რომ ბოტანიკურ ბაღში ჰესის აშენება იგგმება, ასე აფასებს:

 

 

„ჰესი ბოტანიკურში - ნაცმოძრაობის "შენ დაუკა" ტყუილი! აი, საღოლ! ამის დაბრეხვებას ყველა ვერ შეძლებდა!“- აღნიშნავს მაღლაფერიძე.

 

 

ბოტანიკურ ბაღში" ნაციონალური მოძრაობის" წევრებმანიკა მელიამ და ირაკლი აბესაძემ მორიგი ბრიფინგი გამართეს.

 

მათი თქმითშპს "წავკისი ველი", რომელიც 2015 წელს დაფუძნდა, რეალურად ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის და სწორედ ამ კომპანიის მეშვეობით ივანიშვილი ბოტანიკურ ბაღში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას აპირებს

 

"მაშინ, როდესაც ერთი თვის წინ ჩვენ 20 ჰექტარის მითვისებას ვაპროტესტებდით, კალაძე და ივანიშვილი თურმე ახალ გეგმას ამუშავებდნენ",- აღნიშნა მელიამ.

 

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების თქმით, პროექტი ივანიშვილისა და ტელეკომპანია GDS-ისთვის დამოუკიდებელი ენერგიის წყაროს შექმნას  ითვალისწინებს.

 

 

ამასთან, აბესაძემ და მელიამ მიმართეს კახი კალაძესა და დავით ნარმანიას, განმარტებები გააკეთონ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner