ბათუმში, ბესიკისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაზე მირქმის ტაძარი გაქურდეს. მძარცველებმა ეკლესიიდან თანხა და თაფლი მოიპარეს. მძარცველებმა ტაძარში შეღწევისას ფანჯრები დააზიანეს.
ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.