logo_geo
eng_logo
ჩინეთის ჯანდაცვის კომისიის ხელმძღვანელი: კორონავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის უნარი გაძლიერდა, რაც ვითარებას ართულებს
- +

26 იანვარი. 2020. 16:18

 

„კორონავირუსის ახალი ტიპის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის უნარი გაძლიერდა, რაც შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას კიდევ უფრო ართულებს“, - ამის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე მა სიაოვეიმ განაცხადა.

 

ჩინეთის ჯანდაცვის კომისიის ხელმძღვანელის თქმით, ახალი ვირუსის შესახებ ხელისუფლებას შეზღუდული ცოდნა აქვს და ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რა რისკს წარმოადგენს ვირუსის მუტაცია.

 

ჩინეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის ინკუბაციის პერიოდი შესაძლოა, ერთიდან 14 დღემდე მერყეობდეს. ამასთან, ვირუსი გადამდებია ინკუბაციის პერიოდშიც.

 

ჩინეთის ჯანდაცვის კომისიის გადაწყვეტილებით, კიდევ უფრო გამკაცრდება ვირუსის გავრცელების პრევენციისკენ მიმართული ზომები, რაც გულისხმობს მასშტაბური ღონისძიებების გაუქმებასა და ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვას.

 

ამ დრომდე ზუსტად უცნობია, თუ რა არის ვირუსის გავრცელების წყარო. ვარაუდობენ, რომ კორონავირუსი ქალაქ უხანის ზღვის პროდუქტების არალეგალური ბაზრიდან გავრცელდა.

 

დღეს ჩინეთმა მთელი ქვეყნის მასშტაბით მაღაზიებში, ბაზრებში, რესტორნებსა და ელექტრონულ პლატფორმებზე ველური ცხოველების გაყიდვა და ტრანსპორტირება აკრძალა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner