ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას მძიმეს უწოდებს.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 56-ს შეადგენს, ინფიცირებულია ორი ათასამდე ადამიანი.
ქალაქ უხანში, რომელიც კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია, ხელისუფლებამ სამხედროები და მედიკოსები გაგზავნა.
ქალაქში შეწყვეტილია ტრანსპორტის მუშაობა.