logo_geo
eng_logo
კორონავირუსის გამო, ჩინეთმა ქვეყნის მასშტაბით გარეული ცხოველების გაყიდვა და ტრანსპორტირება აკრძალა
- +

26 იანვარი. 2020. 18:19

 

კორონავირუსის გამო, ჩინეთმა მთელი ქვეყნის მასშტაბით გარეული ცხოველების გაყიდვა და ტრანსპორტირება აკრძალა. შესაბამისი აკრძალვა ბაზრის კონტროლისა და მართვის სააგენტომ, სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის სახელმწიფო სამმართველომ დააწესა.

 

კერძოდ, აიკრძალა გარეული ცხოველების გაყიდვა ბაზრობებზე, მაღაზიებში, რესტორნებსა და ელექტრონულ პლატფორმებზე, ასევე მათი ტრანსპორტირება.

 

კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრად უხანის ზღვის პროდუქტების არალეგალურ ბაზრობას მიიჩნევენ.

 

ახალი სახეობის ვირუსს ჩინეთში უკვე 56 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner