კორონავირუსის ახალმა ტიპმა, დროთა განმავლობაში, შესაძლოა, ახალი მახასიათებლები შეიძინოს, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში რისკის ხარისხი შესაძლოა, შეიცვალოს. ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჩინეთის ჯანმრთელობის დაცვის საკითხთა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ მა სიაოვეიმ განაცხადა.
„ვინაიდან ეს ინფექციური დაავადების ახალი ტიპია, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ვირუსის ცვლილების შესაძლებლობა არსებობს. შესაძლოა, გამოვლინდეს ახალი გარემოებები. ასევე, შეიძლება, შეიცვალოს ვირუსის საფრთხის ხარისხი ადამიანთა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის“, - განაცხადა მა სიაოვეიმ.
ბოლო ოფიციალური მონაცემების თანახმად, მხოლოდ ჩინეთში ცნობილია 1975 დაინფიცირებულის შესახებ, რომელთაგან 56 გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ დაინფიცირებულები არიან სხვადასხვა ასაკის მქონე ადამიანები, მათ შორის ბავშვები, დაკვირვებამ აჩვენა, რომ ვირუსი ლეტალურად დასრულდა მხოლოდ მოხუცი ადამიანებისთვის, ვისაც სუსტი იმუნიტეტი და სხვა სერიოზული დაავადებები გააჩნია.
ჩინელი ჩინოვნიკის თქმით, ქვეყნის ხელისუფლება აქტიურ ზომებს ღებულობს დაავადების წინააღმდეგ, რის შედეგადაც, ეფექტს უმოკლეს პერიოდში ელოდებიან.