logo_geo
eng_logo
კორონავირუსისგან 18 თვეში შესაძლოა, 65 მილიონი ადამიანი დაიღუპოს - ჯონ ჰოპკინსის ჯანმრთელობის ცენტრი
- +

26 იანვარი. 2020. 18:23

 

წამყვანი ამერიკელი ჯანმრთელობის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსს შეუძლია 65 მილიონი ადამიანი მოკლას 1 წლის განმავლობაში. ამის შესახებ ვირუსის ფართომასშტაბებით გავრცელებამდე ჯონ ჰოპკინსის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ცენტრის მეცნიერებმა განაცხადეს. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს DAILYMAIL-ი.

 

მკვლევართა თქმით, სავარაუდოა 18 თვეში 65 მილიონი ადამიანის გარდაცვალება. აღნიშნულ დრომდე ძლიერად გადამდები ვირუსის მძვინვარების შედეგად ჩინეთში ოფიციალურად გარდაიცვალა 41 ადამიანი, ხოლო 1200 კი ინფიცირებულად ითვლება, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ხელისუფლება დაავადებულთა რაოდენობას მალავს, რომელთა რიცხვი ათიათასებს სცდება.

 

ჯონ ჰოპკინსის მთავარმა მკვლევარმა, ერიკ ტონერმა განაცხადა, რომ მას არ გაკვირვებია კორონავირუსის გავრცელება.

 

„ჩვენ ჯერ არ ვიცით, რამდენად გადამდებია დაავადება. მხოლოდ ის ვიცით, რომ იგი ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე სასუნთქი გზებით“.

 

მისი თქმით, 2000-იან წლებში ჩინეთში გავრცელდა აგრეთვე მსგავსი სიმპტომების მქონე, ზარის ვირუსი, რომლის დროსაც 774 ადამიანი გარდაიცვალა. დაავადების გავრცელებიდან გამომდინარე მეცნიერი აცხადებს, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში დაფიქსირდეს დაინფიცირებული ადამიანები.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner