„როგორ ფიქრობთ, სასამართლოს მიერ „რუსთავი 2"ის საქმეზე გამოტანილი განაჩენი, აზარალებს თუ არა ხელისუფლებას?" - ამ კითხვით გაზეთმა „რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგნლებს მიმართა: ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე):
„მე ის ვიცი, რომ ხელისუფლებას ხელს არ აძლევდეს არეულობა. ალბათ, „რუსთავი 2"ის გარდა წართმეული ქონება უნდა დაუბრუნონ კიდევ რამდენიმე ადამიანს მაინც, რომ ეს პირველი ნაბიჯი გამართლებული იყოს. ეს ერთი და მეორეც - ძალიან მაინტერესებს, "იბერია" რომ დაარბიეს, ასეთი ჟიოტაჟი იყო ატეხილი და ელჩების დონეზე დარბოდა ევროპა?!"