logo_geo
eng_logo
ტრადეგია ხაშური-ბორჯომის გზაზე: დაღუპულია 4, ერთის სიცოცხლისთვის ექიმები იბრძვიან
- +

26 იანვარი. 2020. 20:10

 

ხაშური-ბორჯომის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად  4 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთის სიცოცხლისთვის კი ექიმები იბრძვიან. დაახლოებით 40 წლის ქალს ექიმებმა გული აუმუშავეს, თუმცა მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიემა.

გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა.

ავტომობილში, სავარაუდოდ ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. გარდაცვლილია დაახლოებით 40 წლის მამაკაცი და სამი მცირეწლოვანი 12, 10 და 8 წლის, ორი ბიჭი და ერთი გოგონა. დაშავებული ქალი კი, ხაშურის საავადმყოფოდან თბილისში გადაჰყავთ. მას წყლიდან ამოყვანის დროს გულის გაჩერება დაუფიქსირდა, ხაშურის საავადმყოფოში გული აუმუშავდა.  

 

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner