სამების საკათედრო ტაძარში დედამ ჩვილი, დაახლოებით ერთი თვის გოგონა მიატოვა და წავიდა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი წერს:
"დაახლოებით ერთი საათის წინ, ტაძარში დედამ ჩვილი ბავშვი, დაახლოებით ერთი თვის გოგონა მიატოვა და წავიდა”.
მისივე ინფორმაციით, ჩვილი მესანთლემ იპოვა და „112“-ში დარეკეს.
ადგილზე მივიდა საპატრულო ეკიპაჟი და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
„წაიყვანეს პატარა ანგელოზი და იმედია დადგინდება, რა მოხდა”, – წერს არქიმანდრიტი.