logo_geo
eng_logo
დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბრალს არ აღიარებს
- +

26 იანვარი. 2020. 21:29

 

თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობისთვის დაკავებულს ზაზა მურჯიკნელს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

 

ზაზა მურჯიკნელს ბრალი "სისხლის სამართლის კოდექსის" 109-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით წარედგინა, რაც განზრახ მკვლელობას, ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობას, დანაშაულის დაფარვას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას ითვალისწინებს.


როგორც გუგეშაშვილმა IPN -ს განუცხადა, ზაზა მურჯიკნელს არ იცნობს და ეჭვობს, რომ ის სხვისი დავალების შემსრულებელია.

 

დოდო გუგეშაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი შვილის კვლელი მურჯიკნელია. 



ორი წლის განმავლობაში ვიყავი ჩართული გამოძიების პროცესში.  გამოძიებას ჰქონდა მყარი მტკიცებულებები და იმის საფუძველზე დააკავეს ეს პირი.  შედეგი უკვე დააყენეს და ახლა მათი საქმეა დამკვეთის ვინაობაც გამოიძიონ. რადგან კონკრეტული პიროვნება აიყვანეს, არ აქვს მნიშვნელობა ეს ვინ არის. დარწმუნებული ვარ, რომ ის აიყვანეს, ვინც უნდა აეყვანათ“, - აცხადებს გოგო გუგეშაშვილი.  

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner