logo_geo
eng_logo
„პატრიოტთა ალიანსი“ საქართველოში NDI-სა და IRI-ის საქმიანობის აკრძალვას ითხოვს
- +

26 იანვარი. 2020. 21:56

 

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ითხოვს, აიკრძალოს „ენდიაის“ და „აირაის“ საქმიანობა საქართველოში.

 

ამ მოთხოვნით მათ მხარდამჭერებთან ერთად თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან აქცია გამართეს.

 

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, დღევანდელი აქციის მოთხოვნებს, რეალურ რეიტინგებს, „ენდიაის“ შესახებ ნდობის მაჩვენებელს კონგრესმენებს,  სენატორებსა და უცხოეთში ყველას მიაწვდიან.

 

ვითხოვთ, აიკრძალოს „ენდიაის“ და „აირაის“ საქმიანობა საქართველოში, დამთავრდეს ეს ტყუილი. დღევანდელი აქციის მოთხოვნებს, რეალურ რეიტინგებს, „ენდიაის“ შესახებ ნდობის მაჩვენებელს, რომ არ ენდობა მათ ხალხი, მივაწვდით კონგრესმენებსაც, სენატორებსაც, ევროდეპუტატებსაც, ყველას, ვიმოქმედებთ ისე, რომ ერთად დავიცვათ საქართველო“ , - განაცხადა ინაშვილმა.

 

ამასთან, ინაშვილი ითხოვს, საქართველოს სახელმწიფოს შესაბამისმა სტრუქტურებმა „ენდიაის“ საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყონ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner