logo_geo
eng_logo
აშშ უხანიდან საკონსულოს თანამშრომლებისა და აშშ-ს მოქალაქეთა ევაკუაციას გეგმავს
- +

26 იანვარი. 2020. 22:23

 

აშშ ჩინეთის ქალაქ უხანიდან საკონსულოს თანამშრომლებისა და აშშ-ის მოქალაქეების ნაწილის ევაკუაციას განახორციელებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს.

 

უწყების განცხადებით, ვირუსის გავრცელების გამო, უხანში მდებარე აშშ-ის საკონსულოს თანამშრომლებს აშშ-ში დააბრუნებს.

 

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი სამშობლოში დასაბრუნებლად სპეციალურ რეისზე ლიმიტირებულ ადგილებს უხანში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს სთავაზობს. უწყების ცნობით, პრიორიტეტი მიენიჭება იმ ამერიკელებს, რომლებიც კორონავირუსით დაავადების რისკჯგუფში შედიან.

 

სპეციალური რეისი სან-ფრანცისკოს მიმართულებით 28 იანვარს შესრულდება.

 

სწორედ 11-მილიონიანი მოსახლეობის მქონე ქალაქი უხანია ახალი ტიპის კორონავირუსისგავრცელების ეპიცენტრი. ვირუსით გარდაცვლილი 56 პირიდან 52 უხანშია. ხელისუფლებამ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

 

მოსახლეობას ქალაქის დატოვება აეკრძალა. უხანში მუშაობა შეწყვიტა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, აეროპორტმა და რკინიგზამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner