logo_geo
eng_logo
კორონავირუსის გამო, სომხეთმა ჩინეთიდან პროდუქტების იმპორტი აკრძალა
- +

26 იანვარი. 2020. 23:12

 

სომხეთმა ჩინეთიდან პროდუქტების იმპორტი აკრძალა. 26 იანვრიდან, აკრძალვა იმოქმედებს ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებამდე იმის შესახებ, რომ ჩინეთი კორონავირუსისგან თავისუფალი ქვეყანაა

 

დღეიდან სომხეთში აიკრძალა ჩინეთში წარმოებული პროდუქტების და ცხოველური წარმომავლობის ნედლეულის იმპორტი. აკრძალვა ვრცელდება სხვა პროდუქტების შეტანაზეც, რომლებიც ჩინური ნედლეულით არის დამზადებული.  

 

შესაბამისი ბრძანება გამოსცა სომხეთის სასურსათო უვნებლობის საინსპექციო ორგანოს ხელმძღვანელმა, სადაც განრტებულია, რომ აკრძალვა ჩინეთიდან სომხეთში კორონავირუსის შეღწევის პრევენციის მიზნით დაწესდა.

 

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა და დაავადებულთა რიცხვი სწრაფად იზრდება

როგორც საინსპექციო ორგანოს ვებგვერდი იტყობინება, აკრძალვის საფუძველი გახდა ჯანმო-ს და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაცია ჩინეთში დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევების შესახებ.

 

კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით ინფიცირებულთა რაოდენობა ჩინეთში სწრაფად იზრდება. ვირუსი უკვე გავრცელდა ჩინეთის ფარგლებს გარეთ, დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ვიეტნამში, სინგაპურში, მალაიზიაში, ნეპალში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიაში, ჰონგ-კონგში, ტაილანდში.

 

ჩინეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადაეცემა. ექიმების თქმით, კორონავირუსს ახასიათებს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გაციება, ხველა, ყელის ტკივილი და მოჭერის შეგრძნება მკერდის არეში, შეინიშნება პნევმონიისა და ბრონქიტის მსგავსი სიმპტომები. რისკის ჯგუფში არიან დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანები, ბავშვები და ხანდაზმულები.

 

 

წყარო: ru.armeniasputnik.am

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner