logo_geo
eng_logo
ვითარება ქალაქ უხანში: მაღაზიებში არ არის პური, წყალიც მთავრდება
- +

26 იანვარი. 2020. 23:53

 

ქალაქ უხანში ქუჩებში ყველა პირბადით დადის, ადამიანები ცდილობენ განსაკუთრებული საჭიროების გარეშე არ გავიდნენ სახლებიდან.

 

საქართველოს მოქალაქე ნინო დავლიანიძე, რომელიც ჩინეთის ქალაქ უხანში იმყოფება, კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციის შესახებ ისაუბრა.

 

დეკემბრის ბოლოს ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უხანში ახალი ტიპის კორონავირუსის აფეთქების შესახებ განაცხადა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 56 ადამიანი, ინფიცირებულთა რიცხვი 2000-ს აღწევს. საქართველოს შსს-ს განცხადებით, უხანში საქართველოს სამი მოქალაქე იმყოფება. ამჟამად ამ ქალაქში კარანტინია და მისი ყველა შესასვლელი დაკეტილია.

 

ჩვენთან მკაცრი წესები მოქმედებს: ქუჩებში დავდივართ მხოლოდ პირბადეებით და ვცდილობთ არ გავიდეთ გარეთ განსაკუთრებული საჭიროების გარეშე... დღეს დილით იყო პრობლემა პროდუქტებთან დაკავშირებით, რადგან თითქმის ყველა მაღაზია დაკეტილია, ერთი მუშაობდა, მაგრამ იქაც არ იყო პური და წყალი მთავრდება“, - განაცხადა გოგონამ ტელეარხ Palitra News-ის ეთერში.

საქართველოს საელჩო ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კავშირზეა და საჭიროების შემთხვევაში მზად არის დაეხმაროს მათ.

 

როგორ გაჩნდა კორონავირუსი

ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას აცნობა უცნობი წარმოშობის პნევმონიის აფეთქების შესახებ ქალაქ უხანში, რომელიც ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს.

 

გაირკვა, რომ პირველ დაავადებულებს კავშირი ჰქონდათ ზღვის პროდუქტების ბაზართან. ექსპერტებმა მოკვლევით დაადგინეს, რომ საუბარი იყო კორონავირუსის ახალი ტიპის — 2019- nCoV-ს შესახებ. მოგვიანებით დადგინდა, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა.

 

ვირუსი გაცდა ჩინეთის ფარგლებს. დასნებოვნების ფაქტები დაფიქსირდა ჰონგ-კონგში, მაკაოში, ტაივანში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, აშშ-ში, ვიეტნამში, სინგაპურში, ნეპალში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, მალაიზიასა და ტაილანდში.

 

კორონავირუსები – 30-ზე მეტი ვირუსის ოჯახია, რომელიც ორ ქვეჯგუფად იყოფა. პირველად მათი იდენტიფიცირება 1965 წელს მოხდა. ვირუსი შეიძლება შეეყაროს ადამიანებს, შინაურ ცხოველებს, ფრინველს, მსხვილფეხა პირუტყვს.

კორონავირუსი აზიანებს სასუნთქ სისტემას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, ნერვულ სისტემას.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner