საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს ანგელოზის დღეს ულოცავს.
„მის ყოვლადუწმინდესობას, ბართლომეოს I,
კონსტანტინეპოლის, - ახალი რომის მთავარეპისკოპოსს
და მსოფლიო პატრიარქს
თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, ქრისტესმიერ საყვარელო ძმაო,
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ ანგელოზის დღეს.
წმინდა ბართლომეს ლოცვით ღმერთმა მოგანიჭოთ ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და თავისი ულევი წყალობა მსოფლიო მართლმადიდებლობის საკეთილდღეოდ.
ქრისტესმიერი სიყვარულით,
ილია II"
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
11 ივნისი, 2016 წელი