ჟურნალისტი კოტე ინაშვილი სოციალურ ქსელში სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, სააკაშვილის რეჟიმის მიერ დავერბოვკებული ნასედკების (დამსმენების და შემსრულებლების) მიერ იგეგმება ნარკოტიკების მომხმარებელი პატიმრების მიზნობრივად სიკვდილი ამ ნივთიერებების საშუალებით.
SOS ! ! !
სააკაშვილმა თვითმფრინავის ტრაპიდან მოგვაძახა:- მე ისევ ციხის თემებიდან დავბრუნდები და აღვდგებიო. ლომჯარიამ ეს დაიჯერა და ინსტრუქციის მიხედვით, ნაცების მიერ ციხეებში და თავისუფლებაზე მყოფი დავერბოვკებული ნასედკების და დამსმენების ინსტიტუტი ჩართო. საბოტაჟის დაწყება უნდათ "ჯიგრებს", მაგრამ ვერც ქალბატონ თეა წულუკიანს შევაქებ, როგორც უფლებადამცველი, თუ ერთი მეტად სერიოზული და პატიმრებისათვის საშიში ფაქტი არ ავხსენი.
შესაძლოა, ზოგიერთმა პატიმარმა გამკიცხოს ვისთვისაც სულ ერთია კვლავ "დედამოხნული" ნაცები დაატერორებენ ქვეყანას, თუ ჩვენი მომავალი უკეთესობისკენ შეიცვლება (ასე რომ კარგად გაიგონ რასაც ვამბობ !). სათქმელს ვიტყვი. ჩემი წყაროს უტყუარი ინფორმაციით, საქართველოს ციხეებში, კვლავ არალეგალურად შედის უმძიმესი ნარკოტიკები სხვადასხვა გზით. ასევე, მაქვს ინფორმაცია, რომ სააკაშვილის რეჟიმის მიერ დავერბოვკებული ნასედკების (დამსმენების და შემსრულებლების) მიერ იგეგმება ნარკოტიკების მომხმარებელი პატიმრების მიზნობრივად სიკვდილი ამ ნივთიერებების საშუალებით.
სქემა ასეთია :
- საქართველოს სხვადასხვა ციხეებში, "ნასედკა" პატიმრები ნარკოტიკების მომხმარებელ სხვა პატიმრების ლიკვიდაციას მოახდენენ ნაციონალების დავალებით, რაც გამოიწვევს პატიმართა ოჯახების, მათი ახლობლების და საზოგადოების აღშფოთებას და სამოქალაქო ბუნტს !
მივმართავ იუსტიციის მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს და ხელისუფლებას. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, სიფხიზლე და გონებამახვილობა, რათა საპატიმროებში არ მივიღოთ პატიმართა გარდაცვალების ფაქტები, რასაც ნაციონალური მოძრაობა და მათი სახალხო დამცველი ქალბატონი ლომჯარია, ე.წ. ნაც NGO ბის და მათი მედიასაშუალებების დახმარებით უმძიმესი დარტყმა და უპირველეს ყოვლისა, პატიმართა ამ გზით გარდაცვალების ფაქტები !!!“, - წერს კოტე ინაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.