ევრო 2016-ის B ჯგუფის პირველი ტურის მეორე შეხვედრაში ინგლისის ნაკრები რუსეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა. მოლოდინისამებრ, შეხვედრა საკმაოდ ხისტი და დაძაბული გამოდგა. უნდა აღინიშნოს ნიკოლა რიცოლის მორიგი ბრწყინვალე მსაჯობა, რომელმაც შეძლო შეხვედრის სადავეების დაჭერა და მხოლოდ ორი ყვითელი ბარათით შემოიფარგლა (კეჰილი და შჩენიკოვი).
პირველმა ტაიმმა მეტ-ნაკლებად თანაბარ ორთაბრძოლებში ჩაიარა. ინგლისელებს რამდენჯერმე შეეძლოთ მეტოქის კარის აღება, თუმცა აკინფეევი მოწოდების სიმაღლეზე იყო. 73-ე წუთზე, რუსების კართან სახიფათო საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, რომელიც ერიკ დიერმა უძლიერესი დარტყმით გოლად აქცია და ტაბლოზე 1:0 დააფიქსირა.
ყველაფერი იმას მოასწავებდა, რომ ინგლისელებს დაგეგმილი 3 ქულა უნდა მოეპოვებინათ, თუმცა რიცოლის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე ვასილი ბერეზუცკიმ ზუსტი თავურით გადაგზავნა ბურთი ჰარტის კარში. 1:1 და B ჯგუფში ყველაფერი თავდაყირა დგება.
შეგახსენებთ, რომ B ჯგუფის პირველ შეხვედრაში უელსის ნაკრებმა სლოვაკეთის ეროვნული გუნდი დაზაბულ ორთაბრძოლაში 2:1 დაამარცხა.