logo_geo
eng_logo
მეუფე იაკობი: ტელესივრცეს რომ შეხედო, შეიძლება, იფიქრო, რომ აღარაფერი გვეშველება, არც ასეა საქმე
- +

27 იანვარი. 2020. 14:59

 

 

„ხანდახან შევხედავთ ხოლმე მაინც ტელესივრცეს და შეიძლება, იფიქრო კაცმა, რომ აღარაფერი გვეშველება, არც ასეა საქმე“, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ნინოობასთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა-ლოცვის შემდეგ ქადაგებისას აღნიშნა.

 

მეუფე იაკობი პოლიტიკოსების განცხადებებს და ქვეყნის სასარგებლოდ დიალოგის ენის გამონახვის საკითხსაც შეეხო.

 

„უფალმა ინებოს და ყველაფერი ღირსეულად დაგვეძლიოს. მთავარია, არ შეგეშინდეთ, რადგან თქვენი ღმერთი სიყვარულის ღმერთია და ის ყოველთვის გვაძლიერებს.

 

ვფიქრობ, რომ ქართველები ვართ და გავაკეთებთ ისე, რომ მშვიდობაც იყოს ქვეყანაში, არჩევნებიც უნდა ჩატარდეს მშვიდ ვითარებაში. სიტყვის თავისუფლება ყველას შეუძლია, მთავარია მძიმე წონის პოლიტიკოსებმა არ გააკეთონ ისეთი განცხადებები. შინ და გარეთ სალაპარაკო ენა ყველასთან უნდა გვქონდეს. უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან ლაპარაკი. როცა დავაშავებთ, უნდა შეგვეძლოს ბოდიშის მოხდა. ბოდიშის მიღებაც უნდა შეგვეძლოს და მორალური უფლება უნდა გვქონდეს, ერთმანეთთან ისე ვისაუბროთ, ანგარიშსწორებას არ ჰგავდეს, თორემ არავისთვის სასარგებლო არ იქნება“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner