logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: NDI პირდაპირ კავშირშია ბადრი ჯაფარიძესთან, მისი სახით კი - მამუკა ხაზარაძესთან და „ლელოსთან“
- +

27 იანვარი. 2020. 16:50

 

„ჯაფარიძეს პირდაპირი კაშირი აქვს იმ ორგანიზაციასთან, რომელიც საქართველოში „ენდიაის“ დაკვეთით სოციოლოგიურ კვლევებს ატარებს“, - ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა გაზეთ „ასავალ-დასავალში“ სტატიას აქვეყნებს.

 

„პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი, მამუკა ხაზარაძესთან ერთად უკანონო შემოსავლის ლეგალიზებასა და ფულის გათეთრებაში ბრალდებული ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ „ენდიაის“ კვლევა საქართველოს მოსახლეობის ხმაა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლების დატოვებისკენ მოუწოდებს. მაგრამ საიდან იცის ბადრი ჯაფარიძემ, „ენდიაის“ კვლევები როგორ მზადდება და ტარდება? რის საფუძველზე უწოდებს იგი „ძალიან პროფესიონალურს“ სოციოლოგიურ კვლევებს, რომლის მონაცემებიც არცერთი არჩევნების შედეგებს არასოდეს არ ემთხვევა? საქმეში იმაშია, რომ ჯაფარიძეს პირდაპირი კაშირი აქვს იმ ორგანიზაციასთან, რომელიც საქართველოში „ენდიაის“ დაკვეთით სოციოლოგიურ კვლევებს ატარებს. ჯაფარიძე „CCRC-საქართველოს“ სამეურვეო საბჭოს წევრია. ამდენად, ორგანიზაცია, რომელიც ცრუ სოციოლოგიურ კვლევებს ატარებს, პირდაპირ კავშირშია ბადრი ჯაფარიძესთან, მისი სახით კი - მამუკა ხაზარაძესთან და „ლელოსთან“, - წერს ხუბუა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner