„კადიროვს გაკეთებული აქვს ერთი საინტერესო განცხადება: მე ერთგულება შევფიცე არა რუსეთს, არამედ პუტინსო! “ - ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
„კადიროვს გაკეთებული აქვს ერთი საინტერესო განცხადება: მე ერთგულება შევფიცე არა რუსეთს, არამედ პუტინსო! რაც შეეხება საქართველოსთან ჩეჩნეთის საზღვარს, აქ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია გზა ითუმყალედან შატილისკენ! ჯერ კიდევ დუდაევის დროს გაკეთდა 12-მეტრიანი სიგანის და 48-კილომეტრის სიგრძის გრუნტის გზა ითუმყალედან საქართველოს საზღვრამდე, რომელიც ომის დროს დაიბომბა და შესაკეთებელია. სხვათაშორის, სწორედ ამ გზით გამოექცნენ ომს ჩეჩნები საქართველოსკენ... მოკლედ, საზღვრიდან კიდევ 3 კილომეტრი და შატილია, თანაც კადიროვს ძალიან უნდა ამ გზის აღდგენა და საქართველოსთან ეკონომიკური ძარღვის შექმნა! კადიროვი ცდილობს, ჩეჩნეთიდან შატილისკენ გზა გამოჭრას!“ - აღნიშნა მამუკა არეშიძემ.