logo_geo
eng_logo
გიორგი მამაცაშვილი ამერიკელი კონგრესმენის წერილზე: არ ხდება, ბატონებო, ეგრე!
- +

27 იანვარი. 2020. 16:56

 

 

 

რას ან ვის ემსახურება NDI-სა და IRI-ის კვლევები - ამის შესახებ მედიაჰოლდინ „რეპორტიორის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა გიორგი მამაცაშვილმა ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში ისაუბრა.

 

„ამ შემთხვევაში, შეიძლება განვიხილოთ რამდენიმე ვარიანტი. პირველი: ეს არის სიცრუის მიზანმიმართული ტირაჟირება და შესაძლოა, თუნდაც ამერიკელ კონგრესმენებს ინფორმაციის ნაკლებობა აქვთ. მეორე: შესაძლოა, აქვთ რაიმე კონკრეტული ინტერესი, რასაც პოლიტიკურ ენაზე კორუფცია ჰქვია. და მესამე: გარკვეულ პირებს „მაღლიდან“ აქვთ მითითება, რომლებსაც სურთ მორიგი ფერადი რევოლუციის მოწყობა და ისევ იმავე ნაძირლების - ბოკერიას, უგულავას, კეზერაშვილის, თარგამაძის დაბრუნება. ასეთი ქმედებებით უნდათ, საზოგადოებრივი აზრი შექმნან, თითქოს ქვეყანაში ცუდად არის საქმე. თუმცა, სინამდვილეში საქმე არის ბევრად მარტივად. ხალხს აღარც NDI-სი სჯერა და აღარც IRI-სი. ამერიკელი კონგრესმენების წერილებსაც უკვე ირონიით უყურებს საზოგადოება.

 

რადგან ამერიკელი კონგრესმენია და გვეტყვის, რომ ეს ასე არ უნდა გავაკეთოთ, ჩვენც უნდა დავმორჩილდეთ ბედს? არ არის, ბატონებო, ეგრე! მაშ, რა განსხვავებაა ძველ დროში, კომუნისტ სუსლოვსა და დღეს ამერიკელ კონგრესმენს შორის, თუ ისევ ვინმეს დირექტივით უნდა ვმართოთ ქვეყანა?!

 

კეთილი ინებონ ჩვენმა ამერიკელმა მეგობარმაც, რუსმა მეგობარმაც, ევროპელმაც და პატივი სცენ იმ ქვეყნის დამოუკიდებლობას, რომელი ქვეყნის დამოუკიდებლობაც ხალხმა საკუთარი სისხლის ფასად მოიტანა დღევანდელ დღემდე!“ - განაცხადა გიორგი მამაცაშვილმა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner