logo_geo
eng_logo
გიორგი მამაცაშვილი: ყველა ძალადობის დასჯა უნდა დავიწყოთ 2003 წლის 23 ნოემბრის ღამიდან!
- +

27 იანვარი. 2020. 17:16

 

 

„ვგმობ ნებისმიერი სახის ძალადობას, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ „ქართული ოცნების“ წევრების მხრიდან წამოსულ ძალადობაზე, აქ რატომღაც არც ერთ ტელევიზიას და თითქმის არავის გახსენებია ის მთავარი ფაქტი, რომ ირაკლი ზარქუას ხელი პირველად ლევან ხაბეიშვილმა დაარტყა. არათუ გამოიწვია, ხელი დაარტყა!“ - ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა გიორგი მამაცაშვილმა ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში განაცხადა, რითაც საკრებულოში დეპუტატებს შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

 

„დანაშაული ის კი არ არის, რომ ვიღაცამ ვიღაცას წამოარტყა და ამაზე საქმე უნდა აღიძრას. დანაშაული ისაა, რომ ეს ხალხი დღესაც მორალს გვიკითხავს და ეს არის ჩვენი ბრალი. ალბათ ჩვენ ვერ მოვითხოვეთ კარგად, რომ 26 მაისის, 7 ნოემბრის, გლდანის ეკლესიის დამრბევები და ჯალათები უნდა ისხდნენ ციხეში, იმიტომ, რომ ძალადობა არ მართლდება არავითარ რეჟიმში, არანაირი ხელისუფლებისა და ოპოზიციის პირობებში! ყველა ძალადობა უნდა იყოს დასჯილი, მაგრამ ძალადობის დასჯა უნდა დავიწყოთ 2003 წლის 23 ნოემბრის ღამიდან, როდესაც სააკაშვილი და მისი გარემოცვა შეიარაღებულები შევარდნენ პარლამენტში!“ - განაცხადა გიორგი მამაცაშვილმა.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner