logo_geo
eng_logo
სოფო კილაძე: ჩემთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი „ქართული ოცნების“ ღირებულებები იყო
- +

27 იანვარი. 2020. 18:21

 

 

 

როგორ მოხდა „ქართული ოცნებისა“ და სოფო კილაძის გადაკვეთა. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

 

„ქართული ოცნებისგან“ შემოთავაზება მივიღე, მაშინ ე.წ. ახალ სახეებს ეძებდნენ, რომელთაც განათლება საზღვარგარეთ ჰქონდათ მიღებული და არჩევანი ჩემზე შეაჩერეს. სიმართლე გითხრათ, ჩემს მშობლებს ძალიან არ უნდოდათ, რომ პოლიტიკაში წავსულიყავი: ბინძური სფეროა და წესიერ ადამიანს პოლიტიკაში ყოფნა ძალიან გაუჭირდებაო, მეუბნებოდნენ. პრინციპში, ეს სიმართლე აღმოჩნდა. თუმცა, ვთვლი, რომ როდესაც ღმერთი გაძლევს შესაძლებლობას, შენი სამშობლოსათვის რაიმე გააკეთო, ამაზე უარი არ უნდა თქვა და მერე აღარ იწუწუნო, რომ შენს ქვეყანაში რაღაცები არ მოგწონს. შენს გასაკეთებელს სხვა არ და ვერ გააკეთებს. ჩვენი ქვეყნა იმ ადამიანების მხრებზე დგას, რომლებმაც ტვირთი თავიანთ თავზე აიღეს. ამიტომ, ვისაც რა შეუძლია, ის უნდა გააკეთოს თავისი ქვეყნისთვის. ჩემთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი ფაქტორი, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ ღირებულებები იყო“, - აღნიშნა კილაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner