logo_geo
eng_logo
ზაზა გაბედავა ბაჩო ახალაიას: ესაა ჩემი სიმართლე!
- +

12 ივნისი. 2016. 01:55


ზაზა გაბედავა ბაჩო ახალაიას განცხადებას ეხმიანება:


„ვინც რამდენი არ უნდა იწუწუნოს, რეალობა ჯიუტია- „ნაციონალური მოძრაობა" ის ძალაა, რომელმაც  ჩვენს ისტორიაში პირველი უსისხლო რევოლუციის პრეცედენტი შექმნა."-  ამბობს  ბაჩო ახალაია!

 

ბაჩო მე ასე ვიტყოდი, რამდენიც არ უნდა იწუწუნოთ გნაც მოძრაობამ, უნდა ავღნიშნო რომ უსისხლოთ მოხვედით ამერიკის დახმარებით და მერე  სისხლში აბანევეთ მთელი საქართველო ახალაიებო, რამდენი  ოჯახი გააუბედურეთ ბუმერანგივით დაგიბრუნდათ ყველაფერი და თქვენს ოჯახებსაც დაუბრუნდება ვიცი უეჭველი. ჩვენს ისტორიაში პირველი უსისხლო რევოლუცია ზვიად გამსახურდიამ შექმნა, ესაა ჩემი სიმართლე..."- მიმართავს გაბედავა ახალაიას.



"უსისხლო რევოლუციის, ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების შემდეგნაციონალურმა მოძრაობამ" კიდევ ერთი - ხელისუფლებაში დაბრუნების პრეცედენტი უნდა შექმნას". - ამბობს „ქრონიკა+"- თან ექსკლუზიურ ინტერვიუში თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მსჯავრდებული ბაჩანა ახალაია და ენმ-სგან კიდევ ერთი პრეცენდენტის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს.


პოლიტიკურ შურისძიებაზე უარის თქმას იქნება თუ არა 2016 წელი გარდამტეხი საქართველოსთვის, რა ძალა მოვა ქვეყნის სათავეში და რამდენად არსებობს შესაძლებლობა კოალიციური მთავრობა მივიღოთ, ბაჩო ახალაია შემდეგს პასუხობს:

"2016 წლის არჩევნებში ენმ აუცილებლად გაიმარჯვებს. ამისთვის მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილის ჩართულობა. პრეზიდენტი სააკაშვიი ჯერჯერობით ვერ ჩამოდის თბილისში. ყველამ ვიცით, რატომაც-უბრალოდ, რუსული ხუშტურის გამო. დარწმუნებული ვარ, ის საჭირო დროს საქართველოს მოსახლეობის გვერდით იქნება.

გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანია ენმ-ის გულწრფელი იდეა, პრინციპები და მონდომება. ივანიშვილი და მისი პარტია, რომლის ერთადერთი საზრუნავია ფული და მოსახლეობის ხარჯზე საკუთარი ჯიბეების გასქელება, განწირულია მარცხისთვის.

ვინც რამდენი არ უნდა იწუწუნოს, რეალობა ჯიუტია-"ნაციონალური მოძრაობა" ის ძალაა, რომელმაც შექმნა ჩვენს ისტორიაში პირველი უსისხლო რევოლუციის პრეცედენტი. შექმნა ერთდროულად უსწრაფესი და უდიდესი პროგრესული გარღვევებისა და ბუნებრივად თანმდევი შეცდომების ისტორია, შექმნა პირველი პრეცედენტი პოლიტიკური მარცხისა და შედეგად ცივილიზებული, მშვიდობიანი გზით ხელისუფლების გადაცემისა. შესაბამისად, შექმნა უძლიერესი წნეხისა და დევნის პირობებში, როგორც ყოფილმა სახელისუფლებო პარტიამ, ოპოზიციაში ყოფნისა და განვითარების ახალი კულტურა. ახლა კი დგება დრო, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" შექმნას საქართველოს ისტორიაში კიდევ ერთი კარგი, პირველი პრეცედენტი მშვიდობიანი, ცივილიზებული გზით ხელისუფლებაში დაბრუნებისა და ამის შემდეგ, ქვეყნის გამოცოცხლების, წარმატების ახალი ტალღის ისტორია. ეს გარდაუვალია, რადგან ასეთია პოლიტიკური ცხოვრების კანონზომერება, რადგან გუშინდელი მარცხი ხვალინდელ გამარჯვებად აუცილებლად იქცევა, თუ არსებობს საკმარისი ანალიზი, სურვილი და მონდომება.

თავის მხრივ, ამ არჩევნების მნიშვნელოაბა ისტორიული იქნება არა მარტო გამარჯვების თვალსაზრისით, არამედ მისი შემდგომი პროცესები გამო. დღეს საქართველო იმხელა კრიზისიდან არის გამოსყვანი, რომელიც უფრო მეტ ენერგიას და თავდადებას საჭიროებს., ვიდრე ეს იყო თავის დროზე - პირდაპირი მნიშვნელობით აუცილებელია ქვეყნის განათლება და კრიმინილასგან განთავისუფლება. დღევანდელი ქართული საზოგადოება, კარგი გაგებით, უფრო პრეტენზიულია და დახვეწილი, შესაბამისად, ბევრად უფრო კომპლექსური და რთული ამოცანების გადაჭრას ითხოვს, ვიდრე ეს ადრე იყო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner