logo_geo
eng_logo
თელავში ლაგოდეხელ ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა
- +

27 იანვარი. 2020. 21:20

 

 

ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის ინიციატივით, ლაგოდეხელი ახალგაზრდები თელავში იმყოფებოდნენ. ვიზიტი პროექტის drive democracy - რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაციით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისათვის ფარგლებში დაიგეგმა.

 

ახალგაზრდებმა ბავშვთა უფლებების შესახებ მოისმინეს სახალხო დამცველის წარმომადგენლების ეთერ შიუკაშვილისა და ნათია ფიცხელაურის მოხსენება. მათ ასევე, ესაუბრა ორგანიზაცია WORLD VISION-ის კახეთის რეგიონის ხელმძღვანელმა ნანა ათუაშვილმა, რომელმაც საკუთარ პრეზენტაციაში ყურადღება ახალგაზრდულ პოლიტიკასა და მონაწილეობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

 

შემაჯამებელი მოხსენებით სკოლის მოსწავლეებს თელავის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორმა და ორგანიზაცია Eecmd -ის წარმომადგენელმა, ნიკოლოზ შარვაშიძემ მიმართა. ვიზიტის ფარგლებში ახალგაზრდები შეხვდნენ სახელმწიფო რწმუნებულს კახეთის რეგიონში ირაკლი ქადაგიშვილს და მის მოადგილეს, პლატონ კალმახელიძეს.

 

ორსაათიანი სხვადასხვა თემაზე გაკეთებული მოხსენების შემდეგ, ღონისძიების მონაწილეებმა ერეკლეს მუზეუმი და თელავის ტექნო პარკი მოინახულეს.

 

ლაგოდეხელი ახალგაზრდების თელავში ვიზიტი Eecmd თელავის ოფისისა და პარლამენტის წევრის, გურამ მაჭარაშვილის ერთობლივი ორგანიზებით დაიგეგმა და კახეთის მხარეში სახელმწიფოს რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის აქტიური მხარდაჭერით განხორციელდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner