logo_geo
eng_logo
წადი ჩემს წილხვედრ საქართველოში: პრეზიდენტის მილოცვა „ნინოობაზე“
- +

27 იანვარი. 2020. 21:52

 

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თანამოქალაქეებს წმინდა ნინოს ხსენების დღეს - ნინოობას, სოციალური ქსელით ულოცავს და შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

წადი ჩემს წილხვედრ საქართველოში, იქადაგე იქ სახარება უფლისა იესო ქრისტესი, მოიპოვებ მისგან მადლს და მე ვიქნები შენი მფარველი“.

 

ეს იქნება შენი შემწე და მფარველი ყოველს გაჭირვებაში, ყოველი ხილული და უხილავი მტრების წინააღმდეგ . ძალისა მისითა დაამყარებ სიტყვასა ძისა ჩემისასა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა“.

წმინდა ნინოს მადლი გფარავდეთ!“, - ვკითხულობთ პრეზიდენტის პირად ფეისბუქგვერდზე.

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, ვინც წმინდა ნინოს გზას დაადგა და სხვა მომლოცველებთან ერთად ფოკადან მსვლელობაში  მონაწილეობდა. პრეზიდენტი მსვლელობას ჯვრით ხელში უძღვება. გარდა ამისა, პრეზიდენტი ფოკას მამათა მონასტერში წირვას დაესწრო.

 

"1700 წლის წინ შემოვიდა ნინო საქართველოში და იმის შემდეგ საქართველო გამთლიანდა და გაქრისტიანდა, და დღემდე ეს მადლი მოგვყვება. ყველას ფარავდეს მისი მადლი", — განაცხადა მაშინ პრეზიდენტმა.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 27 იანვარს, მოციქულთა სწორი ქალწულის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს – „ნინოობას“ აღნიშნავს.

 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ქრისტიანობა პირველად უფლის მოციქულებმა იქადაგეს, ქართველთა გაქრისტიანება IV საუკუნის დასაწყისში სწორედ წმინდა ნინოს ღვაწლს უკავშირდება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner