logo_geo
eng_logo
ილია მეორე: საქართველოს ეკლესია ერთადერთია, რომელიც ქალმა მოაქცია
- +

27 იანვარი. 2020. 22:54

 

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი ილია მეორე აცხადებს, რომ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის საქართველოს ეკლესია ერთადერთია, რომელიც   ქალმა მოაქცია.

 

პატრიარქის თქმით, წმინდა ნინო არის შუამავალი ღმერთსა და ქართველ ხალხს შორის.

 

ილია მეორემ კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით დღეს, საზეიმო წირვა აღავლინა.

 

წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღე მიულოცა. პატრიარქმა ტაძარში შეკრებილებთან ერთად იგალობა და მოჰყვა იმის შესახებ, თუ როგორ შექმნა საგალობელი დაუჯდომლისა.

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. არის დაწერილი დაუჯდომელი წმინდა ნინოსი, მაგრამ არ იყო დაწერილი საგალობელი დაუჯდომელის. იყო ერთი შემთხვევა, რომ მოვინახულე წმინდა მცხეთის მონასტერი, იქ ბრძანდებოდა დედა, ჩემი ნათლია და ვლაპარაკობდით ჩვენ, რომ არ არის საგალობელი დაუჯდომელისა. წმინდა ნინომ ინება და 5 წუთში დავწერე ეს საგალობელი. სასწაული მოხდა და ეს იქნება მეორედ მოსვლამდე და მეორედ მოსვლის შემდეგაც. ამიტომ მე მინდა, რომ ჩვენ ერთად ვიგალობოთ ეს საგალობელი. გეძლევათ კურთხევა, ყოველ დღე იგალობოთ ეს საგალობელი და წმინდა ნინო იქნება თქვენი მფარველი“, - ბრძანა პატრიარქმა.

 

დღესვე პატრიარქმა ამ ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი კონსტანტინე მეორე ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა, დეკანოზი არჩილ ხაჩიძე მიტრის ტარების უფლებით, ხოლო დეკანოზი გიორგი ჭიტაძე და დეკანოზი გიორგი გელუტაშვილი გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდნენ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner