logo_geo
eng_logo
საპროკურორო საბჭომ გენპროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალური გასაუბრება დაიწყო
- +

27 იანვარი. 2020. 23:46

 

 

2020 წლის 27 იანვარს საპროკურორო საბჭომ, ,,საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის“  მე-3 მუხლის შესაბამისად,  საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირთა  ერთიან სიაში შეყვანილ პირებთან ინდივიდუალური გასაუბრება დაიწყო.

დღეს, 2020 წლის 27 იანვარს, საპროკურორო საბჭო საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ ორ პირს - ვიქტორ ახალბედაშვილს და პაატა გაბელიას გაესაუბრა. მათ საპროკურორო საბჭოს წარუდგინეს საქართველოს პროკურატურის განვითარების ხედვა, სტრატეგია  და საპროკურორო საბჭოს წევრების შეკითხვებს უპასუხეს.

გასაუბრების პროცესის ღიაობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, გასაუბრების პროცესი  საპროკურორო საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე - pc.gov.ge და საპროკურორო საბჭოს ფეისბუქგვერდზე   ,,ლაივ სტრიმით“ გადაიცემოდა.

საპროკურორო საბჭო ერთიან სიაში შეყვანილ საქართველოს  გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას 2020 წლის 28 იანვარს 11:00 საათზე გააგრძელებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner