სიმფსონებმა ლეგენდარული კალათბურთელის ავტოკატასტროფა რამდენიმე წლის წინ იწინასწარმეტყველეს.პოპულარული ამერიკული ანიმაციური სერიალის ეპიზოდი, რომელიც 2017 წელს არის ეკრანებზე გამოსული, სწორედ კობი ბრაიანტის შვეულმფრენის კატასტროფას ასახავს. ინფორმაცია და კადრები youtube-ზე გავრცელდა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ამერიკულ ანიმაციურ სერიალში მოვლენები წინმსწრებად ხდება და "წინასწარმეტყველება" უცნაურად ემთხვევა. მაგალითად, სერიაში, რომელიც 2000 წელს გავიდა ეკრანებზე, ამერიკის პრეზიდენტად დონალდ ტრამპი დასახელდა.2017 წლის იანვარში ტრამპმა მართლაც მოიგო ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები.
შეგახსენებთ, რომ ლოს ანჯელეს ლეიკერსის ლეგენდარული კალათბურთელი, NBA – ის ვარსკვლავი კობი ბრაიანტი 41 წლის ასაკში ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. მასთან ერთად დაიღუპა მისი 13 წლის ქალიშვილი. კალათბურთელის მფლობელობაში არსებული ვერტმფრენი ლოს-ანჯელესთან ახლოს ჩამოვარდა.