logo_geo
eng_logo
უკრაინაში კორონავირუსის შემთხვევა გამოვლინდა
- +

28 იანვარი. 2020. 01:06

 

 

კიევში კორონავირუსის შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული ტელეკომპანია ჯანდაცვის სამინისტროს კიევის ლაბორატორიულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

უწყება აღნიშნავს, რომ კორონავირუსის დაფიქსირებული შემთხვევა ჩინეთში გავრცელებული ტიპის არ არის.  უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს კიევის ლაბორატორიულ ცენტრში არ აკონკრეტებენ, რა სახეობის კორონავირუსია დაფიქსირებული უკრაინის დედაქალაქში.

 

თავდაპირველად კიევის ლაბორატორიულმა ცენტრმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 67 ნიმუშის კვლევის შედეგად გამოვლენილია „ა“ტიპის გრიპის ოთხი შემთხვევა, რომელთაგან სამი – H1N1-ია, „ბ“ ტიპის გრიპის სამი შემთხვევა, ადენოვირუსის ორი შემთხვევა, ბოკავირუსის ერთი შემთხვევა, კორონავირუსის ერთი შემთხვევა და რინოვირუსის ერთი შემთხვევა.

 

მოქალაქეების გამოხმაურების შემდეგ, უწყებაში დააზუსტეს, რომ გამოვლენილი კორონავირუსი ჩინეთში გავრცელებული ტიპის არ არის. მოგვიანებით კი აღნიშნული ინფორმაცია განცხადებაშიც ჩაამატეს.

 

შეგახსენებთ, ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის ახალი, აქამდე უცნობი ტიპით უკვე 81 ადამიანი გარდაიცვალა.

 

ამასთან, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსის სიმპტომები კიდევ სამ ადამიანს გამოუვლინდა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ორ შემთხვევაში დადგინდა გრიპი, მესამე პირთან დაკავშირებით კვლევები კი გრძელდება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner