თბილისის აეროპორტში და წითელ ხიდზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„საბაჟო გამშვებ პუნქტებში „თბილისის აეროპორტი“ და „წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფიზიკური, მათი კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, ჯამში, 45,896.34 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (ჯამში 319.73 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, ერთ შემთხვევაში, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში, 17,067.45 ლარის ოდენობით შეეფარდათ. ხოლო, მეორე შემთხვევაში, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.