logo_geo
eng_logo
კოპა ამერიკა: მესის ჰეთ თრიქი, ვიდალის დუბლი
- +

12 ივნისი. 2016. 02:07


2016 წლის კოპა ამერიკის D ჯგუფში მეორე ტურის მატჩები გაიმართა. არგენტინა პანამას, ხოლო ჩილე ბოლივიას დაუპირისპირდა.


არგენტინის ნაკრებმა ანგარიში მე-7 წუთზე გახსნა და ერთბურთიანი სხვაობით 68-ე წუთამდე იგებდა - რამდენიმე წუთით ადრე მოედანზე არგენტინელთა ლიდერი ლეო მესი შემოვიდა, რომელმაც ჰეთ თრიქი შეარულა. მე-5 გოლი კი პანამელთა კარში აგუერომ გაიტანა.


აღნიშნული გამარჯვებით, არგენტინის ნაკრებმა 6 ქულა დააგროვა და  პლეი ოფის საგზური გაინაღდა.


რაც შეეხება ჯგუფის მეორე დაპირისპირებას ჩილემ ბოლივიის ნაკრებს ვიდალის დუბლით 2:1 სძლია. ანგარიში 46-ე წუთზე სწორედ ჩილელთა ლიდერმა გახსნა, მეორე ტაიმის მეორე ნახევარში კი ბოლივიელებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს.


თამაშის ძირითად დროს მსაჯმა კომპენსირებული 8 წუთი დაამატა, რა დროსაც ბოლიევილმა ფეხბურთელმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა. მსაჯის მიერ დანიშნული თერთმეტმეტრიანი არტურო ვიდალმა ზუსტად შეასრულა 2:1.


D ჯგუფის ბოლო ტური  15 ივნისს გაიმართება -  არგენტინელები ბოლივიას შეხვედებიან, ხოლო ჩილე პანამას დაუპირისპირდება.




 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner