„კანონის ფარგლებში გამოხატული პროტესტი მისაღებია, თუ ეს გასცდება კანონის ფარგლებს, ჩამდენმა ადეკვატური პასუხი უნდა აგოს“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
„ცივილიზებული ფორმით, კანონის ფარგლებში გამოხატული პროტესტი, აზრი მისაღებია. ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საზოგადოების მონაპოვარი. კანონის ფარგლებში ყველაფერი მისაღებია, მაგრამ თუ ეს ყველაფერი გასცდება კანონის ფარგლებს, ამ შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რა კანონდარღვევა შეიძლება, ჩაიდინოს ვინმემ, შესაბამისი ადეკვატური პასუხი უნდა აგოს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
„ევროპულმა საქართველომ“ აქციების გამართვის ნებართვაზე თბილისის მერიას განცხადებით მიმართა. „ევროპული საქართველოს“ წევრის, ირაკლი კიკნაველიძის განცხადებით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციები 4 თებერვლიდან განახლდება. მისივე ინფორმაციით, პროტესტს უერთდება ყველა ოპოზიციური პარტია.