„თქვენ გაქვთ ჰიდროენერგია, ქარის ენერგია და იმედი მაქვს, მალე გექნებათ მზის ენერგიის პროექტებიც. ენერგეტიკის სექტორი ერთი-ერთი ყველაზე პერსპექტიული სექტორია საქართველოში“, - ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონალურმა დირექტორმა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა „ენერგეტიკის კვირეული 2020“-ის გახსნის ღონისძიებაზე მედიასთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, EBRD მუშაობს კერძო სექტორთან ყველა მიმართულებით, მათ შორის სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესში, ტურიზმის სექტორში, ახალ ინფრასტრუქტურასა და ენერგეტიკაში.
„ჩვენ ვმუშაობთ მთავრობასთან, რათა ხელი შევუწყოთ განახლებადი ენერგიის მიმართულებით საჭირო ღონისძიებების დაწყებას და ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც წელს გავაკეთებთ. ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო მოთამაშეების მხრიდან დიდ ინტერესს მოვიზიდავთ, რადგან ვფიქრობთ, რომ საქართველო პერსპექტიული ბაზარია“, - განაცხადა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.