„ამ ეტაპზე არანაირი ცვლილება არ არის დაგეგმილი. თუ რამე საკადრო ცვლილებას გადაწყვეტს პოლიტიკური გუნდი, რა თქმა უნდა, ეს ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაძლო სამთავრობო ცვლილებების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა.
რაც შეეხება ოპოზიციის მიერ პარლამენტის პიკეტირების დაანონსებას, კალაძის თქმით, პიკეტირება კანონდარღვევაა და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.
„რაც შეეხება კონსენსუსის მიღწევას ოპოზიციასთან, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და იმედია, მოხერხდება კონსენსუსის მიღწევა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა კალაძემ.