გორში მამაკაცმა თვითდაზიანება მიიყენა.
„კვირას" ინფორმაციით, შემთხვევა გორის ცენტრში, სლოტკლუბ „აჭარაბეთის" შენობაში მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც ნასვამი იყო, თვითდაზიანება ყელის არეში ე.წ. სამართებლით მიიყენა. დაჭრილი მამაკაცი კლინიკა „გორმედში" გადაიყვანეს. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
როგორც "კვირას" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე საქმე სსკ-ის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს.