„თბილისში ვერავინ გაბედავს სკვერების მაგივრად სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვარკეთილში, „ანას ბაღთან“ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ ბაღს საფრთხე არ ემუქრება.
„ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადებები, რომ თბილისში ვერავინ გაბედავს სკვერების მაგივრად სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას. ეს იყო ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება და ვაგრძელებთ ამ დაპირების შესრულებას. „ანას ბაღს“ რაც შეეხება, ერთადერთი, რაც გაკეთდება, ისაა, რომ ბაღის სრული რეაბილიტაცია მოხდება და ამას დედაქალაქის მერია ან რაიონის გამგეობა განახორციელებს“,- განაცხადა კალაძემ.