logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: აშშ-მა ჩინეთს კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარება შესთავაზა
- +

28 იანვარი. 2020. 16:37

 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩინეთს კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარება შესთავაზა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „Twitter“-ში გამოაქვეყნა.

 

„ვირუსთან დაკავშირებით მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს ჩინეთთან. აშშ-ში ვირუსის ძალიან ცოტა შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა სიტუაციას ყურადღებით ვაკვირდებით. ჩვენ შევთავაზეთ ჩინეთს და პრეზიდენტ სი ძინპინს დახმარება, თუ ეს საჭირო გახდება. ჩვენ განსაკუთრებული ექსპერტები გვყავს“, – წერს დონალდ ტრამპი „Twitter“-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner