სპეციალური პენიტენციური სამსახური 20 ივნისის საქმეზე პატიმრობაში მყოფ ბესარიონ თამლიანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„პოლიტიკური სპეკულაციებისა და ფაქტების შესაძლო დამახინჯების თავიდან ასაცილებლად, სპეციალური პენიტენციური სამსახური ასაჯაროებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ 24 იანვარს, 12:15 საათზე, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეზე პატიმრობაში მყოფი ბრალდებული ბესარიონ თამლიანი ესკორტის ოფიცერთა მიერ გაყვანილ იქნა N8 დაწესებულებიდან ოჯახის შუამდგომლობის საფუძველზე, მშობლის საფლავზე.
ბრალდებული საკანში დაბრუნდა 15:00 საათზე“, - ნათქვამია განცხადება.