logo_geo
eng_logo
ლეონარდო დი კაპრიომ „ოსკარი“ მიიღო
- +

29 თებერვალი. 2016. 10:11


ლოს-ანჟელესში „ოსკარის" რიგით 88-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

დაჯილდოება ტრიუმფით დასრულდა ფილმებისთვის „რევენანტი" და „შეშლილი მაქსი". „რევენანტმა" მთავარ ნომინაციებში გაიმარჯვა და ჯამში 3 ჯილდო მიიღო 12 ნომინაციიდან, ხოლო „შეშლილი მაქსი" გამარჯვებული გახდა პრაქტიკულად ყველა ტექნიკურ ნომინაციაში. მან ჯამში 10 შესაძლებელიდან 6 ჯილდო მოიპოვა.



წლის მსახიობი მამაკაცის ჯილდო ლეონარდო დი კაპრიოს ფილმისთვის  „The Reverant" გადაეცა.


წლის მსახიობი ქალისთვის კი „ოსკარი" ბრი ლარსონს ფილმისთვის „Room" ერგო.


წლის რეჟისორის კატეგორიაში ფილმ „The Reverant"-ის რეჟისორმა ალეხანდრო ინიარიტუმ გაიმარჯვა.


87 წლის ენიო მორიკონემ ფილმისთვის შექმნილი მუსიკისთვის „ოსკარი" მიიღო. ცნობილმა კომპოზიტორმა მუსიკა ქვენთინ ტარანტინოს ფილმისთვის „საძულველი რვიანი" მიიღო.



სხვა ნომინაციებს შორის გამორჩეული იყო წლის ანიმაციური ფილმის კატეგორია, რომელშიც „თავდაყირამ" მოიპოვა მთავარი პრიზი. წლის უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში უნგრულმა ფილმმა „საულის ვაჟმა" გაიმარჯვა, ხოლო წლის საუნდტრეკის კატეგორიაში ჯილდო გადასცეს ბრიტანელ მომღერალ სემ სმითს ჯეიმს ბონდის ბოლო ფილმისთვის შექმნილი სიმღერისთვის, ხოლო წლის ორიგინალური მუსიკის ჯილდო 87 წლის ლეგენდარულმა იტალიელმა ენიო მორიკონემ აიღო.



88-ე ოსკარის მოსაპოვებლად 8 ფილმი იბრძოდა, ესენია - „The Big Short", „Bridge of Spies" ,„Brooklyn", „Mad Max: Fury Road", „The Martian", „The Reverant", „Room", „Spotlight".


„ოსკარისათვის" 5 მსახიობი მამაკაცი იბრძოდა : Bryan Cranston - Trumbo, Matt Damon  - The Martian, Leonardo DiCaprio - The Reverant, Michael Fassbender - Steve Jobs, Eeddie Redmayne - The Danish Girl


ასევე 5 მსახიობი ქალი იყო წარდგენილი „ოსკარზე", ისინი არიან:  Cate Blanchett - Carol, Brie Larson - Room, Jennifer Lawrence - Joy, Charlotte Bampling - 45 Years, Saoirse Ronan - Brooklyn.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner