logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: სააკაშვილის ცოცხლად ყოფნა დღეს ბევრ მის თანამებრძოლს აღარ აწყობს!
- +

28 იანვარი. 2020. 18:22

 

„სააკაშვილი არის ჯანმრთელი გიჟი, რომელიც ორივე „ნაცმოძრაობის“ ლიდერების უსაფრთხო ცხოვრებას საფრთხეს უქმნის“, - ამასთან დაკავშირებით „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

 

„სულ ახლახან სააკაშვილი გამოვიდა „მთავარი არხის“ ეთერით, რომელიც მან ხალხისთვის მოპარული ფულით გახსნა და განაცხადა, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, აუცილებლად დაიწყებს რეპრესიებს. უფრო მეტიც, მან სერიოზულად დაუმძიმა მდგომარეობა 2019 წლის 20-21 ივნისის ცნობილი მოვლენების დროს დაჭერილ ადამიანებს, როცა თქვა - ცოტაც და ივანიშვილის ხელისუფლება იმ ღამეს დაემხობოდაო.

 

სააკაშვილი არის ჯანმრთელი გიჟი, რომელიც ორივე „ნაცმოძრაობის“ ლიდერების უსაფრთხო ცხოვრებას საფრთხეს უქმნის. დიახ, ეს კაცი ისეთ განცხადებებს აკეთებს, შესაძლოა, ირაკლი ოქრუაშვილს გვერდით კიდევ ბევრი ნაცი მიუსვან! ამიტომ ეჭვი არ მეპარება, რომ ორივე „ნაცმოძრაობა“ სააკაშვილის ლიკვიდაციაზე ფიქრობს! თუ რა ფორმით მოხდება ყოფილი ფიურერის ლიკვიდაცია, ეს არ ვიცი, მაგრამ აშკარაა, რომ სააკაშვილის ცოცხლად ყოფნა დღეს ბევრ მის თანამებრძოლს აღარ აწყობს!“ -  აღნიშნა მჟავანაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner