logo_geo
eng_logo
მიხეილ ცაგარელი: ხაზგასმით ვამბობ, გახარია არ უნდა გადადგეს!
- +

28 იანვარი. 2020. 18:36

 

„ჩემი რჩევა იქნება, პრემიერი გახარია არ აჰყვეს ემოციებს, არ გახდეს აგრესიული და როგორ მშვიდადაც ახლა საუბრობს, ასე გააგრძელოს“, - ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილმა ცაგარელმა „ასავალ-დასავალთან“ ისაუბრა.

 

„ხაზგასმით ვამბობ, გახარია არ უნდა გადადგეს! ან რის გამო უნდა წავიდეს, რა დააშავა? ეს იქნება „ოცნების“ მხრიდან დიდი შეცდომა და პოლიტიკურად არამომგებიანი ნაბიჯი! გიორგი გახარია 1975 წელს - კატის წელიწადში არის დაბადებული. კატა კი ვირთხასთან არ მეგობრობს, თუმცა, არც ძალიან ცუდი წელი აქვს. 28 იანვარს მისი ზოდიაქოს ნიშნიდან შავი მთვარე გავა და ცოტა ამოისუნთქავს - გათავისუფლდება პრობლემებისა და ცდუნებებისგან. ხუთბალიანი სისტემიდან 3-იანს დავუწერდი. მთავრია, ზეწოლას გაუძლოს.

 

ჩემი რჩევა იქნება, პრემიერი გახარია არ აჰყვეს ემოციებს, არ გახდეს აგრესიული და როგორ მშვიდადაც ახლა საუბრობს, ასე გააგრძელოს. მასზე კიდევ უფრო გაძლიერდება ზეწოლა და მზად უნდა იყოს ამ აგრესიის მოსაგერიებლად!“ - აღნიშნა მიხეილ ცაგარელმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner