logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: საქართველო მზადაა უმასპინძლოს რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე
- +

28 იანვარი. 2020. 19:00

 

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველო მზადაა უმასპინძლოს რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, რომელიც თბილისში გაიმართება. მისივე თქმით, მიუხედევად იმისა, რომ დელეგაციის წევრებს დარღვეული აქვთ საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ქვეყანა მათ მაინც მიიღებს.

 

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არ მოსწონს რუსეთის ხელისუფლების დეკლარირებული პოლიტიკა, ის პატივს სცემს საკუთარ საერთაშორისო ვალდებულებებს.

 

„ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს საკუთარ საერთაშორისო ვალდებულებებს და მივიღებთ საპარლამენტო ასამბლეას, რადგან პატივს ვცემთ რეგულაციებსა და ორგანიზაციის პრინციპებს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

ცნობისთვის, რუსმა დეპუტატმა სერგეი კალაშნიკოვმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტს განუცხადა, რომ საქართველო სახიფათო ქვეყანა გახდა არამარტო უმცირესობებისთვის და ქალებისთვის, არამედ პარლამენტებისთვისაც.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner