logo_geo
eng_logo
ამერიკული „Voice“-ის მონაწილე კონცერტის დასრულების შემდეგ მოკლეს
- +

12 ივნისი. 2016. 02:20


ამერიკელი მომღერალი კრისტინა გრიმმი, რომელმაც 2014 წლის პოპულარულ პროექტ "Voice"-ში მესამე ადგილი დაიკავა, ფლორიდის ქალაქ ორლანდოში, ფანატიკოსმა თაყვანისმცემელმა მოკლა.


ინცინდენტი საკონცერტო დარბაზ Plaza Live-ში მოხდა, სადაც კრისტინა ჯგუფ "Before You Exit"-თან ერთობლივი კონცერტის შემდეგ ავტოგრაფებს არიგებდა.


ავტოგრაფ-სესიის დროს მას მიუახლოვდა 2 პისტოლეტით შეიარაღებული მამაკაცი და მომღერალს რამდენჯერმე ესროლა. შემდეგ მან თავი მოიკლა. კრისტინა საავადმყოფოში გარდაიცვალა.


მომღერალი 22 წლის იყო.




 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner