ამერიკელი მომღერალი კრისტინა გრიმმი, რომელმაც 2014 წლის პოპულარულ პროექტ "Voice"-ში მესამე ადგილი დაიკავა, ფლორიდის ქალაქ ორლანდოში, ფანატიკოსმა თაყვანისმცემელმა მოკლა.
ინცინდენტი საკონცერტო დარბაზ Plaza Live-ში მოხდა, სადაც კრისტინა ჯგუფ "Before You Exit"-თან ერთობლივი კონცერტის შემდეგ ავტოგრაფებს არიგებდა.
ავტოგრაფ-სესიის დროს მას მიუახლოვდა 2 პისტოლეტით შეიარაღებული მამაკაცი და მომღერალს რამდენჯერმე ესროლა. შემდეგ მან თავი მოიკლა. კრისტინა საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მომღერალი 22 წლის იყო.